LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა მამაკაცმა 20 კილო მას შემდეგ დაიკლო, რაც თავისი ფოტო გაზეთში ნახა

52

26 წლის პოლ მურმა წონაში დაკლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საკუთარი ფოტო გაზეთში შემთხვევით ნახა. ის ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა ზაფხულში, ავსტრალიაში მუსიკალურ ფესტივალზე გადაიღო. ეს ფოტო, რომელიც მალევე მოხვდა ინტენტეში, 30 ათასზე მეტმა ადამიანმა გააზიარა. ფოტოზე მური მეგობრის მხარზეა შემომჯდარი და ყურადღებას იქცევს მისი ჭარბი წონა, რომელიც საბოლოოდ დაცინვის მიზეზი გახდა. მურმა თავად მიადევნა თვალი იმ 10 ათასზე მეტ კომენტარს, რომელიც მისი მისამართით იწერებოდა და მიიღო გადაწყვეტილება, წონაში დაეკლო.

 მან რაციონიდან ამოიღო მაღალკალორიული საკვები და დაბალანსებული დიეტა აირჩია. ამჯერად მას უკვე 20 კილოგრამი აქვს დაკლებული. ამის დატურად პოლ მურმა თავად გამოაქვეყნა ინტერნეტში საკუთარი ფოტოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები