LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მირზაანის ფიროსმანის მუზეუმში

418

„ღია კარის დღეს მუზეუმში“ – ასე აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმმა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მირზაანის ფიროსმანის მუზეუმის ინიციატივით, ამ დღეს 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის მუზეუმში შესვლა და ექსპოზიციის დათვალიერება უფასო იყო. ფიროსმანისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ღონისძიება ჩაატარეს მუზეუმის თანამშრომლებმა სოფელ მირზაანის ახალგაზრდებისთვის; საჩუქრად კი დიდი ქართველი მხატვრისადმი მიძღვნილი წიგნები და ბუკლეტები გადსცეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის საკრებულოს წარმომადგენლებიც.

ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა. 2000 წელს კი ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.

პოპულალურები