LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ტურაშვილი: „რუსები ფიროსმანსაც გვართმევდნენ… ყოველდღე დამყავდა აქციაზე მუზეუმთან ხალხი და ბოლოს შეცვალეს…“

128
turashvili

დათო ტურაშვილი „ფორმულაზე“ ძველ ამბავს იხსენებს, რომელიც ესპანეთში სწავლისას გადახდა:

„ძველია ამბავია. ესპანეთში, ერთ გადასარევ მუზეუმში აღმოვაჩინე ფიროსმანი და ეწერა, რომ არის რუსული ავანგარდული ფერწერის გამოფენა. კინაღამ გავგიჟდი. დამაწერინეს განცხადება. თურმე ფიროსმანი წაგვართვეს და ბორშს ვინ დაინდობდა. თვალებს არ ვუჯერებდი. ავტეხე ერთი ამბავი. ბელარუსიდან მყავდა კარგი გოგო, კურსელი. მას მოვუყევი, ჩვენს მხატვარს გვართმევენ რუსები-მეთქი, ოკუპანტები ხომ არიან, ხალხს ხომ ხოცავენ და ფიროსმანსაც გვართმევენ-მეთქი. დავრაზმე ეს ხალხი და დამყავდა აქციებზე მუზეუმთან. დირექტორს შემახვედრეს. ვუთხარი, ფიროსმანი ქართველია და ჩემი თუ არ გჯერათ, გადაამოწმეთ-მეთქი. გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ თქვენი საქართველო, საიდანაც ფიროსმანია, რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო ფიროსმანის დროსო… ამიტომ წერია ასეო. ვერ შევიკავე თავი და ვუთხარი, გოიას დროს რომ ესპანეთი ფრანგებმა დაიპყრეს, გოია ფრანგი მხატვარი გახდა-მეთქი? უცებ გაჩუმდა. ბოდიშები მოგვიხადეს და გადააკეთეს, შეცვალეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები