LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მეტროსადგური 18 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა

87

ახალი მეტროსადგურის “სახელმწიფო უნივერსიტეტის” გახსნიდან სამი დღე გავიდა.

ამ დროის განმავლობაში, სადგურმა 18155 მგზავრი მიიღო.

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო.

სამუშაოების დაწყებიდან, “უნივერსიტეტის” მშენებლობას ერთ წელზე მეტი დასჭირდა. მეტროს სადგურ „უნივერსიტეტიდან“ ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდა. მგზავრები, მთლიანობაში, სულ 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ.

ახალი მეტროს სადგურის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.

მისი ღირებულება დაახლოებით 83,000,670.45 ლარია, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა ესპანურმა კომპანიამ ჩაატარა.

პოპულალურები