LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ 50 თეთრად, ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით კომფორტულად გადაადგილდნენ“ – დღეიდან ქალაქ ონის მოსახლეობას თანამედროვე ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება

229
ონი

დღეიდან ქალაქ ონის მოსახლეობას თანამედროვე ტიპის, სრულიად ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება – ამის შესახეებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი ავრცელებს.

სოციალური ქსელით გავრცელებულ მუნიციპალიტეტის მერის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, ქალაქის ტერიტორიაზე ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს, რაც გულისხმობს, მოსახლეობასთან შეთანხმებით და მათი აზრის გათვალისწინებით, ავტობუსის გადაადგილების საბოლოო მარშრუტის და გაჩერებების დადგენას, ასევე შესაძლებელია მოძრაობის დროების და გრაფიკის ცვლილება.

„მგზავრებს შესაძლებლობა ექნებთ, მინიმალურ ფასად – 50 თეთრად, კომფორტულად გადაადგილდნენ ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით, შეღავათით ისარგებლებენ 17 წლამდე ასაკის პირები, მათთვის გადაადგილება იქნება უფასო.

ქ. ონში საზოგადოებრივი ტრასპორტის მიმოსვლა, რომელიც ხორციელდება M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, 26 მგზავრზეა გათვლილი და ტრანსპორტირებას დღეში 6-ჯერ (ყოველდღიურად) ახდენს“. – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

📣ქალაქ ონის მოსახლეობას დღეიდან თანამედროვე ტიპის, სრულიად ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება. …

Posted by სერგო ხიდეშელი/Sergo Khidesheli on Thursday, 29 February 2024

პოპულალურები