LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი საქართველო“ ცესკოს ხმის დათვლის პროცესში სკანერების გამოყენებას სთხოვს

40

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, რათა არჩევნების დღეს ხმის დათვლამდე ბიულეტენების დასასკანერებლად სპეციალური მოწყობილობა გამოიყენოს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს მინიმუმამდე შეამცირებს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას.

„არჩევნების დღეს, როცა საარჩევნო ყუთი გაიხსნება და ბიულეტები დახარისხდება, ჩვენი ინიციატივაა, ეს ბიულეტენები ჯერ დასკანერდეს და ავტომატურად აიტვირთოს ვებ-გვერდზე და შემდეგ დაიწყოს კომისიამ მისი დათვლა. ჩვენ კარგად ვიცით ოქმების გაყალბების პრაქტიკა, ეს კი მთლიანად გამორიცხავს ამას. ნებისმიერ პარტიას შეეძლება ამის გადამოწმება, თუ რაიმე საეჭვოს დაინახავს,“ – აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხმის დათვლის პროცესში სკანერის გამოყენება არც დიდ ფინანსურ და ადამიანურ ხარჯებთან არაა დაკავშირებული. გარდა ამისა, დროში ამის მოსწრება მარტივად შეიძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები