LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, არაკაცო!“ – მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატებს დაუპირისპირდა

243
დაპირისპირება პარლამენტში

„არ მოგცემ საშუალებას საზოგადოებას ასე დავარცხნილად ესაუბრო- მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ!“ – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას მიმართა.

პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ, ბოკუჩავამ ემიგრაციის პრობლემებზე ისაუბრა, რა დროსაც ბოკუჩავას ყაველაშვილმა ადგილიდან რამდენჯერმე მიმართა, რომ მისი პარტიის კისერზეა სანდრო გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები.

ყაველაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდა „სტრატეგია აღმაშენებლის“დეპუტატებს – გიორგი ვაშაძეს და პაატა მანჯგალაძესაც და მათ „მოღალატე“ და „არაკაცი“ უწოდა.

„უნდა გაგხიოს ცემით კაცმა, შე არაკაცო… იმდენი კაცობა არ გეყოთ, რომ ბოდიში მაინც მოგეხადათ“. – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგი ვაშაძეს.

ყაველაშვილი, ასევე სიტყვიერად დაუპირისპირდა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები