LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვის უტარებთ აქციას? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? გეშინიათ, სუსტები ხართ” – ვაშაძე ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს მიმართავს

120
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე უმრავლესობის წევრებს მიმართავს. ვაშაძე 29 აპრილს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სახალხო შეკრების დაანონსებას გამოეხმაურა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ქართული ოცნების” წევრებს ეშინიათ”:

თეა წულუკიანი: „29-ში დაგვითვალეთ, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად“

მდინარაძე: „კონტრაქცია კი არ არის, ეს არის „ოცნების“ ორგანიზებული აქცია – ვისაც სურვილი აქვს, ყველა მოვა და დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია“

„ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია გამართოს. მთავარი კითხვაა, ვის უტარებს აქცია? მივმართავ კობახიძეს, ივანიშვილს, მდინარაძეს – ვის უტარებთ აქციას? საკუთარ ხალხს? საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიდიხართ? საქართველო ევროკავშირს ზურგს არასდროს შეაქცევს. რაც არ უნდა ძალით და ხელოვნურად ჩამოიყვანოთ ეს ადამიანები, ტაში აკვრევინოთ. ყველამ კარგად იცის, რომ თქვენ აღარანაირი მორალური საფუძველი არ გაქვთ, რომ ხელისუფლება გერქვათ. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი. გეშინიათ, სუსტები ხართ. იმიტომ, რომ მტყუანი ხართ ქვეყნის და ერის წინაშე.

მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით. ვინც არ უნდა მოგთხოვონ სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერა, არ დაწეროთ… ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს საკომიტეტო მოსმენა იგეგმება. პარლამენტში მყოფ დეპუტატებს ძალიან ეშინიათ გარეთ შეკრებილი ადამიანების და ფაქტობრივად, კონტრაქციას აწყობენ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ბუნებრივად, ყოველგვარი „მარშრუტკებით” მოყვანის გარეშე, პროტესტს მართავენ. ეს არის რეალური შიში. ვაი, იმ ხელისუფლებას, რომელიც კონტრაქციას უწყობს საკუთარ მოქალაქეებს“ – განაცხადა ვაშაძემ.

„29 აპრილს ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ „ალკოჰოლიკებს“ რაიონებიდან, მოაოხრებენ ქალაქს“ – გიგი უგულავა

„29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბატონი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება – ეს ამ ყველაფერს კიდევ მეტ ხიბლს სძენს“ – რატი იონათამიშვილი

პოპულალურები