LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!“- გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ

128
აქცია გმირთა მოედანზე

გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

„პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!“- გმირთა მოედანზე აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაიყვანეს.

შსს-ს წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ ტერიტორიაზე არ იყო შეკრებილი მოქალაქეთა ის რაოდენობა, რომლის გამოც ბუნებრივად მოხდებოდა გზის გადაკეტვა.

ცნობისთვის, „პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!“- ასეთია აქციის სლოგანი, რომელსაც გმირთა მოედანზე აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ.

მათი მიზანი გმირთა მოედნის სრულად პიკეტირებაა.

როგორც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, გზის გადაკეტვა უკანონოა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა მოითხოვს.

„გზის გადაკეტვა კანონით აკრძალულია. თუ ამ ტერიტორიაზე ვერ დაეტევით, მხოლოდ მაშინ გექნებათ გზის გადაკეტვის უფლება, ჩვენთან შეთანხმებით“ – განუცხადა სამართალდამცველმა აქტივისტებს.

ფოტო „ინტერპრესნიუსი”