LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალი, უფრო ძლიერი ეკონომიკის ეტაპი იწყება” – მმართველი გუნდი ეკონომიკურ რეფორმას აანონსებს

52

საპარლამენტო უმრავლესობასთან გუშინ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრზე  მინისტრმა საპარლამენტო გუნდთან ახალი ინიციატივები და რეფორმის პროექტი განიხილა.

“ფინანსთა მინისტრთან შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა. იწყება რეფორმების ახალი ეტაპი, რომელიც იმ ადამიანებს, ვინც შრომობს, მოუტანს მეტ შემოსავალს. ახალი, უფრო ძლიერი ეკონომიკის ეტაპი იწყება, რომლითაც სარგებელს თითოეული ჩვენი თანამოქალაქე მიიღებს. ამ რეფორმებს უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს,”  – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები