LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული არიან პარტიები, რომლებიც ქვეყანაში ძალადობასა და დესტაბილიზაციას პირდაპირ აორგანიზებენ”- არჩილ თალაკვაძე

123
არჩილ თალაკვაძე

„აქამდე ვერცერთი სოლიდური არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ინტერესებს, მისი სუვერენიტეტის და დემოკრატიული სისტემის დაცვას გარე ჩარევისგან” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პაპუაშვილი: „ამ დღეებმა, აქციებმა კანონის საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა დაგვანახა – რა თქმა უნდა, პარლამენტი მსჯელობას გააგრძელებს“

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

მისივე თქმით, გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება დემოკრატიის ფუნდამენტური პირობაა და სწორედ ამას ემსახურება ეს ინიციატივა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული არიან პარტიები, რომლებიც ქვეყანაში ძალადობასა და დესტაბილიზაციას პირდაპირ აორგანიზებენ. ისინი ფინანსდებოდნენ ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე. ასევე, არიან ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ, თუმცა ხელისუფლებამ ეს პროვოკაცია თავიდან აიცილა, რაც ძირს უთხრიდა ქვეყნის დემოკრატიას.

მაგალითები ადასტურებს, რომ საჭიროა გამჭვირვალობა, ვალდებულება, რომ დეკლარაცია ჩააბარონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. თუ ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას და მის იდეას აზიანებს, ეს არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები არიან. ასევე, ის პარტიები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებად არიან დარეგისტრირებული. მათ პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ არ უნდათ გამოჩენა. ამიტომ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და თავიანთი საქმიანობა განაგრძონ, მაგრამ თქვან, საიდან იღებენ დაფინანსებას“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ჩვენი გზა ევროპისკენ არჩევნებში უნდა მოვიგოთ”- სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ CNN-თან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები