LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი გზა ევროპისკენ არჩევნებში უნდა მოვიგოთ”- სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ CNN-თან

115
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა არჩევნების გზით უნდა მოიპოვოს.

„ეს უნდა გახდეს სტრატეგია და უნდა იყოს მიმართული მომავალ არჩევნებზე. ჩვენ აღარ გვჭირდება ამ ქვეყანაში გადატრიალებები, რადიკალური გადაწყვეტილებები, ეს ქვეყანა უნდა დარჩეს სტაბილური და ჩვენი გზა ევროპისკენ არჩევნებში უნდა მოვიგოთ. არჩევნების თემა იქნება : რუსეთი თუ ევროპა და ეჭვი არ მეპარება, რას აირჩევს საქართველო“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს – პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ დარწმუნებულია, საპროტესტო აქციები გაგრძელდება:

„რასაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ვხედავთ, არის, მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს. დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება, – განაცხადა  პრეზიდენტმა.

პაპუაშვილი: „ამ დღეებმა, აქციებმა კანონის საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა დაგვანახა – რა თქმა უნდა, პარლამენტი მსჯელობას გააგრძელებს“

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

პოპულალურები