LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა მთავარი იწყება: ბორჯღალოსნების სახალისო ფოტო თამაშის შემდეგ

83

რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი თამაშის მოგების შემდეგ, პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და გუნდის კაპიტანმა.

მილტონ ჰეიგი:
“საერთო ჯამში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დადებითად უნდა შეფასდეს. ყველა მატჩი მოვიგეთ და ტურნირი პირველ ადგილზე დავასრულეთ. მადლობა ბიჭებს იმისთვის, რაც გასულ პერიოდში გააკეთეს, ახლა კი, მთავარი 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადებაა. ყველა თამაში, ვარჯიში, სწორედ ამ მიზანს ემსახურება”.

გიორგი ნემსაძე:
“მაისურზე ტატუნაშვილის გვარის დაწერა გუნდური გადაწყვეტილება იყო და ამით, ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოვხატეთ. რაც შეეხება თამაშს, მნიშვნელოვანი იყო, რომ მას ჩვენ ვმართავდით და შედეგიც შესაბამისი დადგა. რუმინეთი ძლიერი გუნდია და იოლი თამაში არ გვქონია. გვქონდა პატარ-პატარა შეცდომები, მთლიანობაში კი, მისი მართვა მოვახერხეთ. მადლობა ქომაგებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ, ჰიმნი იმღერეს და ჩვენთან ერთად იზეიმეს ჩემპიონობა”.

 

 

მატჩის შემდეგ, პირველი არხის ფოტოკორესპონდენტმა გამარჯვებული ბორჯღალოსნების სიხარული ფოტოზე აღბეჭდა. სახალისო კადრი ქართველი მორაგბეების დაჯილდოებისას არის გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები