LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმედ ჩატაევის საქმე – “ენმ” პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

93

“ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, საგამოძებო კომისიამ ახმედ ჩატაევის ქვეყანაში შემოსვლის საქმე უნდა გამოიძიოს.

“სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, რომლის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა საერთაშორისო ძებნილმა, ტერორისტმა.

ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ პარალამენტში და ამის ადეკვატური ფორმატია საგამოძებო კომისის შექმნა. ჩატაევი შეყვანილი იყო საერთაშორისო ძებნილ ტერორისტთა სიაში, იგი 2016 წელს სტამბოლში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად ითვლებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის ინტერესია დავადგინოთ, როგორ გადმოკვეთა საზღვარი, არის თუ არა ქვეყნის საზღვარი დაცული?

სამწუხაროა, რომ იმ მდგომარეობამ, რაც არსებობს ქვეყანაში, უკვე შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის მთავარ მონაპოვარს – ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ. საქართევლო, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გადაიქცა კრიმინალურ დერეფნად და დადვექით რეალური საფრთხის წინაშე დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა. ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ და სხვა საკითხებზე მივიღოთ პასუხები,“ -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები