LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ – ნუგზარ წიკლაური ენმ-ს ტოვებს

146
ნუგზარ წიკლაური

ნუგზარ წიკლაური „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ბაჩო დოლიძე: „ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა“

წიკლაურის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ ფუნდამენტს ძირი გამოუთხარა“.

„ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ისტორია უკვე დამთავრდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელმა მმართველობამ, მისმა მენეჯმენტმა უარყო საკუთარი ისტორია, საკუთარი ტრადიციები. ვფიქრობ, რომ საკუთარ ფუნდამენტს ძირი გამოუთხარა, რასაც ყოველთვის ეყრდნობოდა ევროპული მისწრაფებების ეს ორგანიზაცია.

მას შემდეგ რაც მან უარყო საკუთარი ამომრჩეველიც და ის პრინციპებიცა და იდეალებიც, რაც ყოველთვის იყო მახასიათებელი, ვფიქრობ, რომ იქ აღარ დარჩა სიმართლე. ამიტომ ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

მთელი 9 თვის განმავლობაში ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ მომხდარიყო იმ ღირებულებებისა და დემოკრატიული ფასეულობების დევალვაცია, რაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული. პარტიაში მმართველობამ უარყო საკუთარი პოლიტიკურ საბჭო, წარსული და ისტორია, უარყო ათიათასობით საკუთარი ამომრჩეველი, დავინახეთ პარტიის წევრების პოზიცია, ამის შემდეგაც ვერ შეისმინა ვერაფერი ახალმა მმართველობამ.

ის ადამიანები, ვინც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაში არიან, არ აქვთ გააზრებული ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც მათ ჰქონდათ დაკისრებული.

ეს ხალხი ვერ პასუხობს დროის გამოწვევებს. პოლიტიკური საბჭოსა და მმართველობითი სტრუქტურების სრული დაშლა მეტყველებს იმაზე, რომ ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ თუ წარმატებას მიაღწია, პარლამენტსაც ან სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც დაშლიან“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“

„ვიბრძოლებთ ახალი პლატფორმიდან“ – გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები