LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო დოლიძე: „ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა“

139
ბაჩო დოლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ პარტია დატოვა.

როგორც ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი“.

„ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ თავისი როლი ნამდვილად ითამაშა.

შეიქმნება ახალი პლატფორმა, საიდანაც ახალი, განსხვავებული და სუფთა პოლიტიკის კეთება იქნება შესაძლებელი. ახალი ხალხის ახალი ხედვა და გამოცდილი პოლიტიკოსების დაგროვებული გამოცდილება მოგვიტანს იმ შედეგს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავდებთ.

ახალი ეკონომიკურად მდგრადი, დეპოლარიზებული საქართველო იქნება შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური პარტია. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რომ არ ვაპირებთ შერწყმას არც ერთ არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან. გვექნება ჩვენებური, განსხვავებული ხედვა. შესაბამისად, ჩვენს ამომრჩეველს ჩვენს საზოგადოებას სრულად ახალ პოლიტიკას შევთავაზებთ. 2024 წლის არჩევნებისთვის ეს პოლიტიკური ძალა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იქნება ბრძოლის ავანგარდში. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, როგორიც არის ყრილობა, პარტიის ჩამოყალიბება და ა.შ. ამის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“

„ვიბრძოლებთ ახალი პლატფორმიდან“ – გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები