LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიბრძოლებთ ახალი პლატფორმიდან“ – გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

239
გიორგი კირთაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა დატოვეს. 

ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ თავად გიორგი კირთაძემ გააკეთა და თქვა ბრძოლას ახალი პლატფორმიდან გეგმავენ.

ენმ-ის ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

საერთო განცხადება აღნიშნულის თაობაზე სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სოციალური ქსელის გვერდზე ვრცელდება.

„ჩვენ ვრჩებით ვარდების რევოლუციის იდეის ერთგულები, ვიბრძოლებთ ახალი პლატფორმიდან, დეტალებს საზოგადოება უახლოეს ხანებში, ეტაპობრივად გაიგებს. შესაძლოა, ეს იყოს პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია.

ნიკა მელიასთან კომუნიკაცია გვქონდა და გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ის უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას და თუკი ის ახალ პარტიას დააფუძნებს, აუცილებლად შევუერთდებით“. – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

„ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები“ – „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ

„დღეს ბევრ შეტყობინებას მიიღებ: „გიო, გვიყვარხარ“, ეს არ იქნება საკმარისი.. იმის გამო, რომ მეტი გონიერება ვერ გამოვიჩინეთ, დღეს ეს ოქროს ბიჭი ენმ-დან გავიდა, თავის უღალატო გუნდთან ერთად“ – ეკა ხერხეულიძე

ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები