LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტის მუნიციპალიტეტში 65 წლის მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს

96

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 65 წლის მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, გვიან ღამით, მოხდა.

ნოდარ როსებიშვილის ცხედარს მეზობლებმა შემთხვევით მიაკვლიეს. მათი თქმით, როსებიშვილი წარსულში ნასამართლევია.

იგი ბოლო პერიოდში ხშირად სვამდა, თუმცა მეზობლებისთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები