LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალბათ გადავწყვეტთ, რომ პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიამ აირჩიოს – მამუკა მდინარაძე

54

ჩვენ ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი 2024 წლისათვის აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში საარჩევნო კოლეგიის შემოღების საკითხი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო.

„დამატებითი მსჯელობა იყო, 2024 წლის და ყოველი შემდგომი არჩევნებისთვის, ხომ არ აერჩია პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტს და არა საარჩევნო კოლეგიას. იურიდიულად ეს უფრო სწორი მექანიზმი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი მეტი წარმომადგენლობით ავირჩიოთ და 2024 წელს და ყოველ შემდგომ არჩევნებზე პრეზიდენტი აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ მუხლში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შევა და ტერმინი „ხმოსნები“ შეიცვლება.

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენის განხილვა პარლამენტში დღეს იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები