LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეთანხმება და დათანხმება, „არა რუსულ კანონს, კი – ევროპას, კი – გამჭვირვალობას შედგა… სტიგმატიზაციაზე ხვალ“- მამუკა მდინარაძე

199
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „შეთანხმება და დათანხმება, „არა რუსულ კანონს, კი – ევროპას, კი – გამჭვირვალობას“, შედგა”.

მისივე თქმით, ამ მარტივ და უდავო მოცემულობას ყველა ეთანხმება, ვერავინ ეწინააღმდეგება.

ნიკა მელია: „არა რუსულ კანონს“ – დადო ბანერი სოციალურ ქსელში კალაძემ და 50 000-მა მოქალაქემ დასცინა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა – ასე დგება ხალხი სწორ მხარეს, ერთობით და იუმორით“

„შეთანხმება და დათანხმება, „არა რუსულ კანონს, კი – ევროპას, კი – გამჭვირვალობას“, შედგა. ნაცმა, პროტესტანტმა, ბოტმა და ა. შ. იცინა, იწვალა, იჩხუბა, მაგრამ საბოლოოდ ამ მარტივ და უდავო მოცემულობას ყველა ეთანხმება, ვერავინ ეწინააღმდეგება.

ახლა გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე: არასამთავრობოების ფინანსები ისედაც გამჭვირვალეა – ეს წინანადება მართალია თუ ტყუილია. თუ მართალია, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია შევიდეს სადღაც, რაღაც საიტზე, სადაც ნახავს ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს, რაოდენობას, დამფინანსებელს და დეტალურ ანგარიშებს, რამდენი და რაში დაიხარჯა.

ზურაბ ჯაფარიძე: „საქართველო სულ უფრო და უფრო ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და რუსეთისთვის ძალიან მარტივი სამიზნე გახდება, როგორც ეს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა“

არა და, მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსების კვლევამ აჩვენა, რომ არა თუ რომელიმე მიგნებად საიტზე, არამედ საშემოსავლო გადასახადის და ელექტრონული ზედნადებებით, რისი მიკვლევაც მოხერხდა, იძებნება ამ კონკრეტული ორგანიზაციების შემოსავალი 15 მილიონი ლარის, ხოლო ხარჯი – 85 მილიონი ლარის ოდენობით. დაფინანსების მთლიანი რაოდენობის დადგენა ამ მონაცემებით, შეუძლებელია. დასკვნა: მათი ფინანსები თუ ისედაც გამჭვირვალეა, კანონპროექტი ცალსახად რუსულია! მათ შორის კანადური – მით უფრო.

p. s. “სტიგმატიზაციაზე” ხვალ“ – წერს მდინარაძე.

შეთანხმება და დათანხმება, “არა რუსულ კანონს, კი – ევროპას, კი – გამჭვირვალობას”, შედგა. ნაცმა, პროტესტანტმა, ბოტმა და…

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on ოთხშაბათი, 08 მაისი, 2024

პოპულარულები