LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „არა რუსულ კანონს“ – დადო ბანერი სოციალურ ქსელში კალაძემ და 50 000-მა მოქალაქემ დასცინა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა – ასე დგება ხალხი სწორ მხარეს, ერთობით და იუმორით“

176
ნიკა მელია კალაძის პოსტზე

პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ თანადამფუძნებელი, ნიკა მელია გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერების და კონკრეტულად თბილისის მერის, კახა კალაძის გავრცელებულ ახალ გზავნილებს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს:

„არა რუსულ კანონს – კი ქართულ კანონს! ევროპას, გამჭვირვალობას“ – „ქართული ოცნების“ ლიდერები ახალ გზავნილებს ავრცელებენ

აღნიშნული შინაარსის ფოტოებს ავრცელებენ თბილისის მერი: კახა კალაძე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე და სხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

„არა რუსულ კანონს“ – დადო ბანერი სოციალურ ქსელში კალაძემ და 50 000-მა მოქალაქემ დასცინა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.

სოც. ქსლებშიც იწერება საქართველოს ახალი ისტორია, ასე დგება ხალხი სწორ მხარეს, ერთობით და იუმორით.“ – წერს ნიკა მელია.

მელია კალაძეს: „წამოიღეთ ეგ ბანერები და მოდით, საწვიმარსა და აირწინაღს ადგილზე დაგახვედრებენ…“

"არა რუსულ კანონს" – დადო ბანერი სოციალურ ქსელში კალაძემ და 50 000-მა მოქალაქემ დასცინა, ასეთი რამ ჯერ არ…

Posted by Nika Melia on Wednesday 8 May 2024

პოპულარულები