LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექს ფერგიუსონი მანჩესტერის მწვრთნელი ხდება

78

სერ ალექს ფერგიუსონი ”მანჩესტერ იუნაიტედს” დაუბრუნდება. ლეგენდარული მწვრთნელი ”წითელ ეშმაკებს” „იუნაიტედის“ ვეტერანის, მაიკლ კერიკის გამოსამშვიდობებელ მატჩში კიდევ ერთხელ უთავკაცებს. შეხვედრა ”ოლდ ტრაფორდზე” 4 ივნისს გაიმართება. ”მანჩესტერი” აღნიშნულ მატჩში ჰარი რედნაპის გაწვრთნილ ”ყველა ვარსკვლავთა გუნდს” დაუპირისპირდება.

შეხვედრაში მონაწილეობას ისეთი ლეგენდები მიიღებენ, როგორებიც პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლამპარდი არიან.
სავარაუდოდ 4 ივნისს მოედანზე კრიშტიანო რონალდოსაც ვიხილავთ, თუმცა აღნიშნული ცნობა ჯერ არ დადასტურებულა.

სერ ალექს ფერგიუსონი ”მანჩესტერ იუნაიტედს” 1986-2013 წლებში ხელმძღვანელობდა და ამ დროის განმავლობაში კლუბთან ერთად 38 ტიტული მოიგო, მათ შორის მაიკლ კერიკთან ერთად 2008 წელს მოგებული უეფას ჩემპიონთა თასიცაა.

მაიკლ კერიკი ”წითელ ეშმაკებს” 2006 წელს შეუერთდა. ფეხბურთელმა დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ იგი კარიერას დაასრულებს იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მას ხელშეკრულებას არ გაუხანგრძლივებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები