LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე საპატრიარქო  თავს შეიკავებს განცხადებისგან – მიქაელ ბოტკოველი ციანიდის საქმეზე

75

„ამ ეტაპზე საპატრიარქო  თავს შეიკავებს, განაცხადოს მსჯავრდებულ დეკანოზის, გიორგი მამალაძის, სასამართლოს დასკვნასთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპატრიარქო სასამართლო დასკვნის სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას დაელოდება.

დეკანოზმა ასევე უპასუხა შეკითხვას, იმსჯელებს თუ არა წმინდა სინოდი უახლოეს პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე.

უშუალოდ მამა გიორგის საკითხზე წმინდა სინოდი არ შეიკრიბება, მაგრამ, რა თქმა უნდა, როდესაც წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდება, იგი დეკანოზს მღვდელმოქმედებას შეუჩერებს. ჩემთვის უცნობია, როდის გაიმართება სინოდის სხდომა, – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.