LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

American Music Awards: კიტ ურბანისა და ნიკოლ კიდმანის რომანტიკა და გამარჯვებულები (ფოტო)

57

American Music Awards-ის ცერემონია ტრიუმფალური გამოდგა კიტ ურბანისთვის. მუსიკომა ერთდროულად 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. ის წლის ქანთრი შემსრულებელი გახდა. ასევე მას სპეციალური პრიზი საუკეთესო ქანთრი-ალბომისა და  ქანთრი-სიმღერისთვის გადასცეს. თავად კიტ ურბანი გაოგნებული ჩანდა ამ ტრიუმფალური გამარჯვებით. მან სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული მადლობა მეუღლეს, ნიკოლ კიდმანს გადაუხადა, რომელიც ემოციურად გულშემატკივრობდა მეუღლეს დარბაზიდან.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ურბანი-კიდმანის წყვილი ცერემონიის მთავარი გმირები გახდნენ. საინტერესოა, რომ მსახიობმა ჯასტინ ჰარტლიმ, კიტ ურბანისთვის განკუთვნილი 2 პრიზი პირდაპირ ნიკოლს გადასცა.

რაც შეეხება სხვა გამარჯვებულებს, ღონისძიების ტრიუმფატორი ბრუნო მარსი გახდა, რომელმაც 5 მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა.

გამარჯვებულთა სრული სია:

წლის არტისტი, წლის ვიდეო, წლის Soul/R&B ალბომი, წლის მომღერალი მამაკაცი, საუკეთესო Soul/R&B სიმღერა – ბრუნო მარსი

წლის ჯგუფი – Imagine Dragons

წლის ალტერნატიული ჯგუფი – Linkin Park

წლის დუეტი – ლუის ფონსი, Daddy Yankee, ჯასტინ ბიბერი

საუკეთესო პოპ/როკ შემსრულებელი ქალი – ლეიდი გაგა

საუკეთესო პოპ/როკ სიმღერა – (Despacito), ლუის ფონსი, Daddy Yankee, ჯასტინ ბიბერი

პრიზი მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – დაიანა როსი

წლის ქანთრი შემსრულებელი მამაკაცი – კიტ ურბანი

წლის ქანთრი შემსრულებელი ქალი – კერი ანდერვუდი

წლის ქანთრი-ჯგუფი – Little Big Town

წლის ქანთრი-ალბომი – “Ripcord”, კიტ ურბანი

წლის ქანთრი-სიმღერა – “Blue Ain’t Your Color”, კიტ ურბანი

საუკეთესო რეპ/ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი – Drake

საუკეთესო რეპ/ჰიპ-ჰოპ ალბომი – Kendrick LamarDAMN.”

საუკეთესო რეპ/ჰიპ-ჰოპ სიმღერა – DJ Khaled feat. Justin Bieber, Quavo, Chance the Rapper and Lil Wayne “I’m the One”

წლის მომღერალი ქალი- Beyoncе

წლის როკ-ჯგუფი – Linkin Park

წლის მომღერალი მამაკაცი – შონ მენდესი

წლის საუკეთესო ლათინო-შემსრულებელი- შაკირა

წლის საუკეთესო ელექტრონული მუსიკა – The Chainsmokers

საუკეთესო საუნდტრეკი – „მოანა“

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები