LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის ელჩის, იან კელისა და ყოფილი მსჯავრდებულის ემოციური შეხვედრა – „ის, რომ აქ ვმუშაობ, თქვენი დამსახურებაა…“

102

ამერიკის საელჩოს ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდი ავრცელებს ფოტოს, სადაც ელჩი იან კელი და ირაკლი მირუაშვილი არიან გამოსახულნი. ფოტოს საინტერესო ისტორია აქვს – ირაკლი მირუაშვილი ყოფილი მსჯავრდებულია, რომელმაც ციხე სულ რაღაც ექვსი დღის წინ დატოვა…

პოსტში ვკითხულობთ:

„გუშინ ელჩ კელის უფლისციხის რესტორან „გამარჯობაში“ საოცარი სიურპრიზი დახვდა. სადილისას ელჩს შეფ-მზარეული ირაკლი მირუაშვილი გაეცნო: „ბატონო ელჩო, რაღაც მინდა გითხრათ. სულ რაღაც ექვსი დღეა, რაც ციხე დავტოვე. ამერიკის საელჩოს ჰქონდა ექვსთვიანი პროგრამა მსჯავრდებულთათვის, სადაც ცნობილი შეფ-მზარეული მანუელი კულინარიას გვასწავლიდა. ის, რომ მე აქ ვმუშაობ, თქვენი დამსახურებაა. ამ პროექტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და მინდა, ამისათვის მადლობა გადაგიხადოთ“.

ირაკლის ისტორიამ უზომოდ გაგვახარა და მასთან ერთად ამ პროექტის თითოეულ მონაწილეს წარმატებას ვუსურვებთ!“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები