LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას დაესწრება

58

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას დაესწრება.ანა დოლიძის თქმით, ის უფლებამოსილია პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის პოზიცია წარადგინოს.

“მე, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მივემგზავრები ვენეციაში, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე დასასწრებად და პრეზიდენტის პოზიციის წარსადგენად. ასევე იმისთვის, რომ შევხვდე ვენეციის კომისიის წევრებს და გავაცნო ჩვენი პოზიცია, რაც ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, განსაკუთრებით ცვლილებებში არის თუ არა გამოხატული ჩვენი ქვეყნის დემოკრატია განვითარების ფასეულობა, გაწონასწორების მექანიზმები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და დაცულობის მნიშვნელობა და ინტერესი, ის ყველა თემა, რაზეც პრეზიდენტი და ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას”,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები