LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძის თქმით, თუ ვეტოს არ გაიზიარებენ, ეს სასამართლო ხელისუფლებას დააზარალებს

44

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე ამბობს, რომ თუ პარლამენტი ვეტოს არ გაიზიარებს, ეს საზიანო იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის. დოლიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გააცნობს.

„გვინდა მოსამართლეთა დაცულობა გაიზარდოს იმით, რომ მოვხსნათ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, რომელიც დღესდღეობით არსებობს და რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიას არაერთხელ აქვს გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები. ჩვენი მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში არა არის რაიმე ფატალური ან დრამატული. მოტივირებული შენიშვნები არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი სასამართლო სისტემა. შესაბამისად ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტმა გულისხმიერად მიიღოს ჩვენი შენიშვნები, გაითვალისწინოს, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ჩვენ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მუშაობას როგორც ამ, ისე სხვა სფეროში, რაც ეხება ქვეყანაში დემოკრატიულ კანონის უზენაესობაზე დამყარებული წყობილების დამკვიდრებას“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები