LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” პარტნიორობას ჩინურ კომპანიებს სთავაზობს

29

”ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს, კონსორციუმის წევრობაზე ჩინეთის რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან აწრმოებს მოლაპარაკებას.

”თიბისი ჰოლდინგის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მოლაპარეკებები მიმდინარეობს პორტის ოპერატორებთანაც.

”საკმაოდ დიდი ინტერესია გამოხატული მსოფლიოში პირველი ცხრა ყველაზე დიდი ოპერატორის მხრიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ პროექტში მიიღონ მონაწილეობა, როგორც ოპერატორებმა” – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება. ამ დროისთვის კი კონსორციუმი გარემოზე ზემოქმედების დასკვნას ელოდება.

”ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღოთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნა, რომელსაც საერთაშორსიო ორგანიზაციები ამზადებენ და სწორედ ამ დასკვნის მიღებაზეა დამოკიდებული მთელი მასშტაბით მშენებლობის გაგრძელება. როგორც ჩვენმა კონსულტანტებმა გვითხრეს, ამას დასჭირდება დაახლოებით 9 თვე” – აღნიშნა ხაზარაძემ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს“ და  ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International“–ს, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტებს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ კონტრაქტორები ასევე არიან საზღვაო პორტების ცნობილი სსადიზაინერო კომპანია „Moffatt & Nichol“  და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია აპორტო ტრანზაქციების საკითხებში „Maritime & Transport Business Solutions“–ი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები