LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო – არა განვითარებას, არა მომავალს, არა ევროპას – კი რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას

134
მამუკა ხაზარაძე, ბიძინა ივანიშვილი

გუშინ, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ აქციაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა პოლტიკური შეფასების საგანია.

„ჩვენ გუშინ სინამდვილეში ვნახეთ ადამიანური ტრაგედია… სრულიად უსუსური და შიშველი, გაბოროტებული, „მასოვკის“ თანდასწრებით იხდიდა საკუთარ პოლიტიკურ პანაშვიდს“ – ხუხაშვილი ივანიშვილზე

,,ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა. ხალხი შუა სიტყვაში შემოეცალა და რუსთაველი ჩააბნელა, რომ არ გვენახა” – ნიკა მელია ივანიშვილზე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სახალხო-საყოველთაო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით წერს, რომ ივანიშვილმა „პუტინის „რაშისტული“ ნარატივი“ გაიმეორა.

„ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის „გლობალური ომის პარტია“. ამით გაიმეორა პუტინის „რაშისტული“ ნარატივი.

დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო – არა განვითარებას, არა მომავალს, არა ევროპას – კი რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას.

ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ივანიშვილი: გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა

„გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი – ბიძინა ივანიშვილი

პოპულარულები