LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა და ბრედი ბავშვების განრიგზე შეთანხმდნენ

100

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების პროცესში სასიამოვნო ცვლილებებია, ყოფილი ვარსკვლავური წყვილი ბავშვებთან დროის გატარების განრიგზე შეთანხმდა. მამას შვილების ნახვა ყოველ მეორე დღე შეეძლება, სკოლის პერიოდში დღეში 4 საათს გაატარებს ბავშვებთან, დასვენების დღეებში კი მინიმუმ 20 საათს. ანჯელინას თქმით იგი არ არის წინააღმდეგი მისმა ექვსმა შვილმა დრო მამასთან გაატაროს, სურს ცივილური და მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს ყოფილ მეუღლესთან.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების საქმე, უკვე ორი წელია მიმდინარეობს და სავარაუდოდ უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე წყვილის ქორწინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები