LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ და მე გადავწყვიტეთ, ერთობლივად ვიმუშაოთ – იენს სტოლტენბერგი

46

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საგანგებო დესპანი ანჯელინა ჯოლი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, შეხვდა.

ნატო-ს საბჭოსა და სამხედრო კომიტეტის სხდომაზე ალიანსის წარმომადგენლებმა და ანჯელინა ჯოლიმ სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენციის კუთხით ნატო-ს ძალისხმევაზე ისაუბრეს.

სტოლტენბერგმა ანჯელინა ჯოლი შეაქო იმ წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს „საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებისა და სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლაში“.

„ანჯელინა ჯოლიმ და მე გადავწყვიტეთ, ერთობლივად ვიმუშაოთ და ყურადღება გავამახვილოთ  სამ მიმართულებაზე – ტრენინგები, მონიტორინგი და ცნობიერების ამაღლება,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსს პასუხისმგებლობა აკისრია, ქალთა უფლებების დამცველი იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები