LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანკარაში აშშ-ს საელჩოს შენობას ესროლეს

189

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში უცნობმა პირებმა აშშ-ს საელჩოს შენობას ცეცხლი გაუხსნეს. როგორც თურქული მედია იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მოხდა. თეთრი ფერის ავტომობილიდან აშშ-ს საელჩოს მიმართულებით ოთხი-ხუთი გასროლა განხორციელდა.

ტყვიები პოლიციელების ჯიხურს მოხვდა, რომლებიც საელჩოს იცავენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებმა მანქანის ძებნა დაიწყეს.

ბოლო დროს ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქეთმა უარი განაცხადა ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე, რომელიც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირშია ეჭვმიტანილი და რომლისთვისაც თურქეთის პროკურატურა 35 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები