LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემპირდნენ რომ კელი დეგნანს ჩემს მოთხოვნას გადასცემენ” – ბაჩალიაშვილები აშშ-ს ელჩის წარმომადგენელს შეხვდნენ

130
wfrbvwrfg

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლებმა დღეს აქცია აშშ საელჩოსთან გამართეს. თეონა თამაზაშვილის განმარტებით, ოჯახი საქმეში ფედერალური ბიუოროს ჩართვას ითხოვს. გარდაცვლილი გოგონას დედამ საელჩოსთან დაიჩოქა, მან კელი დეგნანს და აშშ მთავრობას საქმის გამოძიებაში დახმარება სთხოვა.

“გემუდარებით, გეჩოქებით, კელი დეგნან გეჩოქები გულთან ახლოს მიიტანე. აშშ მთავრობას გთხოვთ, აქ ვერ მივაღწიე სამართალს 18 დღეა. სიკვდილი არ აკმარეს ჩემს შვილს, ათას ცილს სწამებენ, ნარკომანობას სწამებენ” – ამბობს თეონა თამაზაშვილი.

“თუ FBI არ ჩაერთო, შიმშილობას დავიწყებ…ასე ხოცავენ ყველას და აშინებენ ხალხს” – ბაჩალიაშვილის ოჯახის აქცია საელჩოსთან

გარდაცვლილი გოგონას მშობლებს აშშ საელჩოში შეხვდნენ, თუმცა, როგორც თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, კელი დეგნანი ადგილზე არ იმყოფებოდა. მისივე თქმით, აშშ-ის საელჩოში მას უთხრეს, რომ საქმეში FBI-ს ჩართვის თხოვნით შტატებს საქართველომ უნდა მიმართოს.

ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ თუ ამაზე სახელმწიფო უარს იტყვის, ის შიმშილობას დაიწყებს.

“მათ თქვეს, რომ თვითონ სახელმწიფომ უნდა სთხოვოს FBI-ს ამ საქმეში ჩართვა. მე ისიც გავაჟღერე, რომ თუ სახელმწიფო ამაზე უარს იტყვის, მე, როგორც დედა, უფლებას ვიპოვებ, რომ აქ მოვიდე და შიმშილობა დავიწყო. მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად” – განაცხადა თამაზაშვილმა.

ბაჩალიაშვილის დედის თქმით,  საელჩოს წარმომადგენლებმა მას პირობა მისცეს, რომ ელჩს მის მოთხოვნებს გადასცემენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები