LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”არ არის სირცხვილი, რომ კაცმაც იტიროს” – კაშია ანტი-ბულინგ კამპანიის ფარგლებში ბაშვებს შეხვდა (ვიდეო)

103

საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი გურამ კაშია ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრა კამპანიის “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში გაიმართა.

ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა გაიხსენა, რომ ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი თავდაც იყო.

“როცა სკოლაში დავიწყე სიარული, ფეხბურთი და საერთოდ სპორტი არ იყო პოპულარული ახალგაზრდა თაობაში. ის დრო იყო, როცა სპორტი არავის აინტერესებდა. აინტერესებდათ უფრო კრიმინალური მენტალიტეტი, სკოლებშიც ასე იყო – “კაი ბიჭობა გირჩევნია თუ ტორტი” და ტორტი უნდა აგერჩია აუცილებლად, თორემ ჩაჭრილი იყავი. მე სკოლაში რომ დავდიოდი, სხვათაშორის, ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა ძალიან. ფეხბურთელი რომ ვიყავი, პოპულარული საერთოდ არ ვიყავი, ბევრი მეგობარი არ მყავდა, უფრო გოგოებთან ვმეგობრობდი, სიმართლე რომ გითხრათ. ბუფეტში ვერ ჩავდიოდი იმიტომ, რომ მეშინოდა, იქ “კაი ბიჭები” იდგნენ, ოთხნი, ხუთნი, შემაგინებდნენ და მეუბნებოდნენ – “ხურდა მომე, ბიჭო”. ამ ბავშვების მართლა მეშინოდა, იმიტომ რომ მეც ვიყავი პატარა. პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი, მუცელი მტკივდებოდა, თან მშიერი ვიჯექი სამი გაკვეთილი”, – თქვა კაშიამ.

მან გაიხსენა, რომ ბავშვობაში ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ტირილი სირცხვილია. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მას მამა ჰყავს ავად და ამის გამო მან ორი კვირის წინაც იტირა.

“ჩვეულებრივად ვტიროდი, არ არის სირცხვილი, რომ ადამიანმა და კაცმა იტიროს”, – თქვა ფეხბურთელმა.

შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში კამპანიის “ძლიერები არ ძალადობენ” ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

https://www.facebook.com/Sportagainstbullying/videos/488062075038383/

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები