LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან“ – განათლების სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

187
fot (1)

განათლებისა სამინისტრო იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს ეხმიანება.

როგორც უწყება აღნიშნავს, სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.

ამასთან, განათლების სამინისტრო აცხადებს, ბავშვებთან და მშობლებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

„ორი დღეა ვრცელდება წერილი, რომელიც თანაკლასელმა მისწერა თანაკლასელს. შემზარავია ამ წერილის შინაარსი და სახიფათოა მისი გავრცელება.. უნდა გაირკვეს, რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და ბავშვს, რომელიც აგრესიის სამიზნეა სერიოზული დახმარება სჭირდება“ – მაია ცირამუა გელათის საჯარო სკოლაში მომხდარ ბულინგზე

„საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე მუშაობენ როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან.

აქვე გაცნობებთ, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სწავლობს სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს.

როგორც მოგეხსენებათ, იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოძიება დაიწყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩართულია საკითხის ყველა ასპექტის შესწავლაში“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები