LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანს, რომელიც გუშინ იპოვეს, ცხენის მოპარვის საქმეზე კითხავენ

44

არასრულწლოვანი, რომელიც პოლიციამ გუშინ ღამე იპოვა, ცხენების ქურდობის საქმეზე სოცმუშაკის თანდასწრებით იკითხება. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით,  ცხენების დაკარგვის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

”არასრულწლოვანი ბიჭი ღამით იპოვა პოლიციამ. ის წარმოდგენილია პოლიციის განყოფილებაში და იკითხება სოცმუშაკის თანდასწრებით. გამოძიება დაწყებულია ცხენების მოპარვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ცხენები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში.

აღნიშნული პირი ორი დღის განმავლობაში დაკარგული იყო და ის მამის სახლში, სოფელ ზემო ქედში პოლიციამ გუშინ ღამე იპოვა. მისი ოჯახი ქურდობის ფაქტს გამორიცხავს. არასრულწლოვნის დის, ლია გიგაურის თქმით, მის ძმას ფერმაში ხელფასი არ გადაუხადეს და ტრანსპორტის არქონის გამო ფერმა ცხენით დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები