LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც კახეთში 3 თანასოფლელი დაჭრა 

159
იტალიაში დაკავება

თელავის მუნიციპალიტეტში, სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, შ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

ლაფანყურში 3 ადამიანი დაჭრეს – გავრცელებული ინფორმაციით, პირმა თანასოფლელები სანადირო თოფით დაჭრა 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სამი თანასოფლელი: 1991 წელს დაბადებული გ.ჯ., 1975 წელს დაბადებული გ.თ. და 1993 წელს დაბადებული ქ.ქ. დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

სამართალდამცველებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შ.კ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიკერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები