თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში პირმა სამი თანასოფლელი დაჭრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები ქუჩაში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, ერთმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი მეზობელი დაჭრა.
დაშავებულები სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის ორ კლინიკაში მოათავსეს.
ამ დროისთვის დაჭრილებს ოპერაცია უტარდებათ.
რა გახდა მომხდარის ზუსტი მიზეზი, ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შსს-ში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.