ქუთაისში ავარია მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
კერძოდ, ერთმანეთს ავტომობილი და ველოსიპედი შეეჯახნენ.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული ველოსიპედს მართავდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: ინფო იმერეთი
