LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში არასრულწლოვნის დაჭრის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

342
შსს

თბილისში არასრულწლოვნის დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი 26 წლის კაცმა ცივი იარაღით დაჭრა.

შემთხვევა ვაშლიჯვარში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ეზოში მყოფ ბავშვებს ხმაურის გამო დაუპირისპირდა, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი დანით დაჭრა. დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაჭრილი სკოლის მოსწავლის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მათივე ცნობით, ოჯახის წევრების განმარტებით, მოზარდს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები