LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასწორი იქნება ვთქვათ, რომ ევა გოცირიძე ვინმეს მხრიდან მართვადი მოსამართლე იქნება – გედევან ფოფხაძე

114

არასწორი იქნება ვთქვათ, რომ ევა გოცირიძე ვინმეს მხრიდან მართვადი მოსამართლე იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პირადად იცნობს ევა გოცირიძეს და ის კვალიფიციური და კარგი იურისტია.

“ევას აქვს თავისი საქმიანობის მშვენიერი ბიოგრაფია, მე მასზე დადებითის გარდა ვერაფერს ვიტყვი. მას ყოველთვის ჰქონდა პრინციპული პოზიცია და არასწორი იქნება ვთქვათ, რომ ევა გოცირიძე ვინმეს მხრიდან მართვადი მოსამართლე იქნება”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ბიუროს სხდომაზე ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დაარეგისტრირეს. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეობის ერთი ვაკანსიაა გამოცხადებული.

პოპულალურები