LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა გარდაცვლილი მამაკაცი სასტუმროს მფლობელი, სადაც ხანძარმა სამი ბავშვი იმსხვერპლა

51

შსს-ში არ ამბობენ, არის თუ არა გარდაცვლილი მამაკაცი ქობულეთში მდებარე სასტუმროს მფლობელი, სადაც 2 წლის წინ ხანძარმა ცეკვის ანსამბლის წევრები იმსხვერპლა. თუმცა, „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს, რომ გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცია, რომელმაც, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

უწყების ინფორმაციით, საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთმა მფლობელმა თავი ჩამოიხრჩო.

ხანძარი ქობულეთში მდებარე სასტუმროში 2015 წლის 10 მაისს მოხდა, ცეცხლმა ცეკვის ანსამბლის წევრი სამი ბავშვი იმსხვერპლა. ისინი აჭარაში რუსთავიდან ჩავიდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები