LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს დაბრკოლებები, როცა ექსპროპრიატორი მესაკუთრის ქონების ჩამორთმევისთვის სასამართლოს მიმართავს

136

პრაქტიკიდან გამომდინარე, არსებობს დაბრკოლებები, რაც შეიძლება – მესაკუთრეებს შეხვდეს, როცა ექსპროპრიატორი მისი ქონების ჩამორთმევისთვის სასამართლოს მიმართავს, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” მიიჩევენ.

“კანონპროექტი ჩვენ ორი პრინციპისგან შემდგარ სისტემას გვთავაზობს: – მიწის ჩამორთმევის საკითხზე სასამართლო ადმინისტრაციული წესით მსჯელობს, ხოლო კომპენსაციასთან დაკავშირებით – სამოქალაქო წესით. ის, რომ ადმინისტრაციულის მიერ დადგენილ ფასს სამოქალაქომ უნდა გადახედოს, ვფიქრობთ, რომ სამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, სწორი მიდგომა არ არის. გამოდის, რომ ქონების ექსპროპრიაციის შემთხვევაში, პროცესი ადმინისტრაციული წესით სწრაფად უნდა წავიდეს, ხოლო თუკი მოქალაქე გადაწყვეტს, რომ ფასი არ არის სათანადო, ეს სასამართლომ სამოქალაქო წესით უნდა განიხილოს. ეს ნიშნავს, რომ დავა ძალიან დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, რაც მესაკუთრისთვის შეიძლება არ არის მისაღები და კომფორტული, როცა ექსპროპრიატორისთვის ძალიან მისაღები და კომფორტულია საკითხის სწაფად განხილვა და ქონების მიღება“, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები