LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ თავიდან ვერ აიცილებს ჩვენს უმოწყალო თავდასხმას – ჩრდილოეთ კორეის ლიდერი

50

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „უპასუხისმგებლო საქციელს წარმოადგენს, რაც სიტუაციას უკონტროლო ბირთვულ ომამდე მიიყვანს“. 

ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის არმიას ნებისმიერ დროს შეუძლია, შეტევა მიიტანოს აშშ-ზე და არც გუამი, არც ჰავაის კუნძულები და არც აშშ-ის კონტინენტალური ტერიტორია თავიდან ვერ აიცილებენ ჩრდილოეთ კორეის უმოწყალო თავდასხმას“.

გასულ კვირას ოფიციალურმა ფხენიანმა განაცხადა, რომ მათ შემუშავებული აქვთ გეგმა გუამის კუნძულზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე შეტევის განხორციელების თაობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები