LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასპინძაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

95

ასპინძაში ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს გარდაცვლილის მეუღლემ შეატყობინა. როგორც შსს-ში აცხადებენ, პირველადი დათვალიერებით, ახალგაზრდა ქალის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

შსს-მა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები