LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასტროლოგი: “კარგი პერიოდია გაფუჭებული ურთიერთობების გამოსასწორებლად, განსაკუთრებით, ქალებისთვის”

356

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა დღეიდან საინტერესო პერიოდის დაწყებას ვარაუდობს. მისი თქმით, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებში ქალებს ბევრი რამის გამოსწორება შეეძლებათ.

“ძვირფასო მეგობრებო, დღეიდან პლანეტა მარსმა გაასწორა მოძრაობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან შესანიშნავი პერიოდი დგება ნებისმიერი ახალი პროექტის წამოსაწყებად. კარგი დროა იურიდიული პროცედურებისთვის, სპორტული აქტივობის დასაწყებად და ყველა იმ საქმის ხელახლა “ამოსაქოქად”, რომელიც უკანასკნელი ორი თვის მანძილზე შეგიფერხდათ. ასევე კარგი დროა ბოლო პერიოდში გაფუჭებული ურთიერთობების დასარეგულირებლად, განსაკუთრებით სასიყვარულო და ქორწინების პარტნიორებთან (ქალების შემთხვევაში უფრო აქტუალურია ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ბევრს ექნებოდა ბოლო ორი თვის მანძილზე პრობლემები პირადში))). რამდენიმე დღე მარსი სტაციონარული იქნება. ეს იმას ნიშნავს რომ იგი “ძალებს იკრეფს”, “ხურდება” – შესაბამისად ეს დღეები სამომავლო სტრატეგიის დაგეგმვას ჯობია რომ დაუთმოთ. მერე კი სრული სვლით წინ – წარმატებისკენ ❤

ყველას გისურვებთ პოზიტიურ კვირას, საბრძოლო მოტივაციას და შემართებას!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები