LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელი სააფთიაქო ჩანთა ბავშვთან ერთად მოგზაურობის დროს

491

იმისთვის, რომ პატარასთან ერთად მოგზაურობა და დასვენება მართლაც დაუვიწყარი გამოვიდეს, სჯობს წინასწარ მოიმარაგოთ ის აუცილებელი და საჭირო ნივთები, რომელსაც აფთიაქის ჩანთაში მოუყრით თავს და უსაფრთხო მოგზაურობაში გაემგზავრებით:

  1. სიცხის დამწევი საშუალებები – ამ მედიკამენტებს აქვთ სიცხის დამწევის, ტკივილის გამაყუჩებლისა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მათი გამოყენება რეკომენდებულია, თუ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსს აცდება.
  2. ანტიჰისტამინური მედიკამენტები – ესაა მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლის ალერგიული რეაქციების წარმოქმნას. ალერგიამ შეიძლება მოულოდნელად იჩინოს თავი ახალი საკვების მიღებისას ან  სხვა გარემო ფაქტორების გამო.
  3. ენტეროსორბენტები – ესაა მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს ორგანზიმიდან ტოქსინების გამოდევნას. ისინი სხვადასხვა სახის მოწამვლის დროსაა რეკომენდებული. მაგალითად ესაა ნახშირი.
  4. სპირტხსნარები და სხვა ანტისეპტიკური საშუალებები – ანუ ესაა სხვადასხვა სახის სითხეები, რომლითაც ხდება ღია ჭრილობების დამუშავება. მათ შორის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება მწერების ნაკბენისა და დამწვრობის დროს.
  5. ბინტი და სტერილური საფენები – ესაა უნივერსალური საშუალება როგორც მსუბუქი, ასევე  სერიოზული ჭრილობების დროს.
  6. გაციების საწინაღმდეგო მედიკამენტები – პრეპარატები, რომლებიც გაციების დროს აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უშლის დაავადების გართულებას. მათ შორის ხელს უშლის ვირუსული ინფექციის განვითარებას და ხელს უწყობს გრიპის პრევენციას.
  7. ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები – ეს მედიკამენტები გამოდგება როგორც მგზავრობის აუტანლობის, ასევე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დისკომფორტის დროს.
  8. თერმომეტრი – აუცილებელი საშუალება სხეულის ტემპერატურის გასაკონტროლებლად.
  9. ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები – აქ უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის მდგომარეობა ინდივიდუალურად ანუ ის მედიკამენტები, რომლებიც შესაძლოა მას დამატებით სჭირდება. ამისთვის გამგზავრებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები