LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 40 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

121

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 000 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.630 პროცენტით, მაქსიმალური- 7.670 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.663 პროცენტით განისაზღვრა. კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 7.625 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები