LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 40 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

43

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა რვა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 125 800 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.170 პროცენტით, მაქსიმალური 7.210 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.194 პროცენტით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები