LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავიაბილეთები 9 ევროდან

106

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair საშემოდგომო ფასდაკლებაზე აცხადებს. მოგზაურობის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, აქციის ფარგლებში, ავიაბილეთები 9 ევროდ შეიძინონ.

ვებ-გვერდ Travelfree-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია 9.79 ევროდან ძალიან ბევრი მიმართულებით, ფაქტობრივად, მთელი ევროპის მასშტაბით.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ Ryanair-მა  ბარგთან დაკავშირებული პოლიტიკის შეცვლაზე განაცხადა. ავიაკომპანია თვითმფრინავის ბორტზე ასატანი ბარგის რაოდენობას ამცირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 ნოემბრიდან შევა.

როგორც უცხოური მედია იუწყება, მგზავრებს ბორტზე ორი ხელჩანთის ატანის უფლება აღარ ექნებათ. თუმცა, ამის სანაცვლოდ ავიკომპანია დიდი მოცულობის ბარგზე გადასახადს 45 დოლარიდან 35 დოლარამდე ამცირებს, ბარგის მოცულობას კი 15 კილოგრამით 20 კილოგრამამდე ზრდის.

რაც შეეხება ხელბარგს, მხოლოდ პრიორიტეტული ჩასხდომის მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, ბორტზე აიტანონ 2 ბარგი, 1 ჩვეულებრივი (55სმ x 40სმ x 20სმ) და 1 პატარა ჩანთა (35სმ x 20სმ x 20სმ). ყველა სხვა დანარჩენ გზავრს შეუძლია, თავისი დიდი ბარგი ჩააბაროს ჩასაბარებელ ბარგში (უფასოდ) და დამატებით ბორტზე აიტანოს პატარა ზომის ჩანთა.

თუ მგზავრს სურს, რომ ბორტზე აიტანოს ბარგი დიდი მოცულობით, ამ შემთხვევაში უნდა დაამატოს სერვისი ”პრიორიტეტული ჩასხდომა” და ამისთვის გარკვეული თანხაც გადაიხადოს.

ცნობისთვის, ავიაკომპანია RyanAir, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია ოპერირებს, ყოველდღიურად ასრულებს 1600 რეისს 72 ბაზირებული აეროპორტიდან და აკავშირებს 189 მიმართულებას 30 ქვეყანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები